ამართლებს თუ არა სარესტორნო ბიზნესში მიტანის სერვისი - "ობიექტების ნაწილი საკითხზე მუშაობს"

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რესტორნების 95% სრულად დახურულია. როგორც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დარჩენილი 5% კვების ის ობიექტებია, რომლებიც მიტანის სერვისზე მუშაობენ.

მისი თქმით, რესტორნების და კაფეების ნაწილი გამოძახების სერვისის ამოქმედებაზე მუშაობს, თუცა ეს ადგილზე მომსახურებას ვერ ჩაანაცვლებს. როგორც რეზო გაბრიჩიძე აღნიშნავს, რესტორნების და კაფეების დანიშნულება, მხოლოდ საკვებით გამასპინძლება არ არის და ადამიანები მათ სოციუმში გარევის მიზნით სტუმრობენ. შესაბამისად, მიტანის სერვისს სარესტორნო ბიზნესის სავარაუდოდ, კიდევ 5% აამოქმედებს.

„საქართველოში გამოძახების კულტურა იმ დონეზე განვითარებული არ არის, რომ ერთმა მეორე ჩაანაცვლოს. მეორე მომენტია ის, რომ კაფეში და რესტორანში წასვლა არ არის მხოლოდ დანაყრება, ეს არის ურთიერთობა, სოციუმში გარევა. ამიტომ, ეს ვერ გაამართლებს.

რა თქმა უნდა, რესტორნების ნაწილი მიტანის სერვისის დამატებაზე ფიქრობს, თუმცა თუკი მანამდე ამ საქმით მთლიანი სარესტორნო ბიზნესის მხოლოდ 5% იყო დაკავებული, ამას შესაძლოა, კიდევ 5% დაემატოს, მეტი არა“ ,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 20 მარტიდან ყველა ობიექტი დაიხურა. შეზრუდვების შერბილების ფარგლებში კი, მათი გახსნა ეტაპობრივად, ორკვირიანი შუალედებით მოხდება. კერძოდ, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები 8 ივნისიდან გაიხსნება, ხოლო ყველა სხვა ობიექტი 22 ივნისიდან.

ნინი ქეთელაური
ვის ეკუთვნის კომპანია, რომელსაც საქმიანობის უფლება ჩამოერთვა
როგორ შეძლებენ ფულადი კომპენსაციის მიღებას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს
როდის და როგორ უნდა დასრულდეს საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვები