"სუფთა სახლს" საქმიანობის უფლება აღუდგა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, "სუფთა სახლს" ეკონომიკური საქმიანობის უფლება აღუდგა.

შესაბამისი ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შპს "სუფთა სახლიც" დაემატა.

მთავრობის დადგენილება ძალაშია 28 აპრილიდან.

ცნობისთვის, "სუფთა სახლის" მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 აპრილს დაიხურა, რადგან მათ არ ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება.