როგორ შეძლებენ ფულადი კომპენსაციის მიღებას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ხელისუფლება ერთის მხრივ დაეხმარება ბიზნესს, რომელმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა და მეორეს მხრივ, დასაქმებულებს, რომლებმა კრიზისი გამო სამსახური დაკარგეს.

გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია თვითდასაქმებულების ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

მათ შორის გეგმაში გაწერილია თუ როგორ შეძლებენ კომპენსაციის მიღებას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული თვითდასაქმებულები.

მათ შორის, არარეგისტრირებულმა პირმა, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს, ელექტრონული პორტალების მეშვეობით (airbnb.com; booking.com და სხვა), კომპენსაციის მისაღებად შესაძლებელია, წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი.

თაია არდოტელი
„გამოძახების კულტურა იმ დონეზე განვითარებული არ არის, რომ ერთმა მეორე ჩაანაცვლოს“ - რატომ არ გადავიდნენ რესტორნები მიტანის სერვისზე
როდის და როგორ უნდა დასრულდეს საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვები
როგორი იქნება COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - სავარაუდო სცენარები