ეროვნული ბანკი ეკონომიკის 4%-იან ვარდნას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობის ანალოგიურად, 2020 წელს ეროვნული ბანკიც 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

"დიახ, ეროვნულ ბანკს აქვს გაკეთებული პროგნოზი და ჩვენი პროგნოზითაც საქართველოში წელს ეკონომიკური ვარდნა 4% იქნება",- განაცხადა მან.

ცნობისათვის, მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. ასეთივე საპროგნოზო მაჩვენებელი დადო საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.