Galaxy A51: საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი Samsung-ისგან

Samsung-ის წამყვანი ბიუჯეტური სმარტფონები Galaxy A სერიიდან მუდმივად იმსახურებს მომხმარებელთა დიდ მოწონებას.

დროთა განმავლობაში ამ სერიის მოდელების სპექტრი გაიზარდა და აღნიშნულ მოწყობილობებს ამ მომენტისთვის ნებისმიერი მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილება შეუძლიათ.

2020 წლის მოდელებს შორის კი აღნიშნულ სერიაში ნამდვილად თვალსაჩინო Galaxy A51 გახდა, რომელიც საქართველოში სამ ულამაზეს ფერში: თეთრ, ლურჯსა და შავშია წარმოდგენილი. სმარტფონს აქვს ფლაგმანური დიზაინი, რომელშიც ჩარჩოები მინიმუმამდეა დაყვანილი. Galaxy A51-ში წარმოდგენილია 6.5’’-იანი Infinity O-ტიპის Super AMOLED უსაზღვრო ეკრანი, (რეზოლუცია 1080 x 2400), რაც იმას ნიშნავს რომ ეკრანს უმაღლესი დეტალიზაციით შეუძლია ფოტოს თუ ვიდეოს გადმოცემა. წარმოიდგინე შესანიშნავი ეკრანი, რომელიც იდეალურია ფილმებისა თუ ვიდეოების სანახავად, ვფიქრობ განსაკუთრებით თვითიზოლაციის დროს გამოადგება მომხმარებელს, რომელიც სახლშია და ცდილობს თავი ახალი „კონტენტით“ გაიხალისოს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ნეთფლიქსის გამოწერის პირველი თვე უფასოა ;)

სმარტფონში ფრონტალური კამერისთვის ამოჭრილი რგოლი იმდენად მინიმალურია, რომ მას უბრალოდ ვერც კი შეამჩნევთ, ამით ბევრი სხვა მწარმოებლის ფლაგმანიც კი ვერ დაიკვეხნის. აღსანიშნავია, რომ ეკრანი ძალიან ნათელია და მზის შუქზეც გამოსახულება კარგად ჩანს, ხოლო მოწყობილობა მისი ზომის გამო ხელში იდეალურად ჯდება და ძალიან კომფორტული მოსახმარია.

პროცესორი 10nm Exynos 9611-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 4/6 GB. სმარტფონი შესანიშნავად არის ოპტიმიზირებული და ინტერფეისში ხარვეზებს ვერ შეხვდებით. სმარტფონის მეხსიერება 64/128 GB შეადგენს, რომლის გაზრდაც მეხსიერების ბარათით შეგიძლიათ, შესაბამისად თავისუფლად ჩაატევთ უამრავ ფოტოსა თუ ვიდეო მასალას..

ცალკე აღნიშვნის ღირსია უზარმაზარი, 4000mAh-იანი აკუმულატორი, რომელიც ერთ სრულ დღეს უპრობლემოდ ძლებს და ამასთან ერთად Galaxy A51-ს აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც, რაც კომფორტის დიდი გარანტიაა.

სმარტფონის კიდევ ერთი შთამბეჭდავი მახასიათებელი 4 მთავარი კამერაა. მთავარი 48 მეგაპიქსელიანი კამერა შესანიშნავ მკვეთრი ფერებით სავსე ფოტოებს გვპირდება კარგი დინამიკური დიაპაზონით და შესანიშნავი დეტალიზაციით, 12 მეგაპიქსელიანი ულტრაგანიერი კამერა იდეალურია ფართო ხედების გადასაღებად, 5 მეგაპიქსელიანი კამერა სიღრმის ეფექტს გვთავაზობს იდეალური პორტრეტული ფოტოებისთვის (Life Focus), ხოლო მეოთხე 5 მეგაპიქსელიანი კამერა მაკრო სენსორით არის წარმოდგენილი, რაც საუკეთესოა ახლო ხედების გადასაღებად. მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი ვიდეო გადაღების ფუნქციაც, რომელსაც რასაკვირველია აქვს ვიდეო სტაბილიზაცია. თუ შენ „იუთუბერი“ ან „ტიკტოკ“-ის მომხმარებელი ხარ, ეს სმარტფონი სწორედ რომ შენთვისაა ზედგამოჭრილი.

მოგეხსენებათ 2020 წელია, ახალი ათწლეული დაიწყო, სმარტფონების დიზაინი უფრო და უფრო იხვეწება. ბაზარზე წარმოდგენილი კონკურენტების ფონზე, რომლებმაც დიზაინით ან თუნდაც მახასიათებლებით ნამდვილად ვერ გაგვაკვირვეს, ვფიქრობ არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდება. Samsung-ი არსებული ფასის ადეკვატურ პროდუქტს გთავაზობთ. საბოლოოდ ჩვენ გვაქვს საშუალო კლასის სმარტფონი ფლაგმანური დიზაინით, დახვეწილი კამერათა სეთაფით, შესანიშნავი აკუმულატორითა და მეხსიერების დამატებით გაზრდის შესაძლებლობით. Galaxy A51 ბიუჯეტური სმარტფონების სეგმენტში ნამდვილი ლიდერია.

არ დაგავიწყდეთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, Samsung-ის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე. სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით გააჩნია უამრავი უპირატესობა: ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება, ასევე ის სრულიად ადაპტირებულია ჩვენი ბაზრისთვის და თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!

და რაც მთავარია, დარჩი სახლში სამსუნგის Galaxy A51 -თან ერთად.

(R)