კობა გვენეტაძე ლარში გაცემული სესხების 200 000-ლარიან ზღვარზე - არ ვფიქრობ, რომ ამ ზღვრის შემცირება, ეკონომიკას რაიმე დადებითს მოუტანს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ ლარში გაცემული სესხების 200 000-ლარიანი ზღვრის შემცირება რაიმე დადებითის მომტანი იქნება ეკონომიკისთვის. მისი თქმით, ეს საკითხი ეროვნული ბანკის მიერ არ არის რეგულირებული და ამაზე არგუმენტი მთავრობასაც ექნება.

„200 000 ლარის ზღვარი ეს არ არის ეროვნული ბანკის რეგულაციის ნაწილი, არასოდეს ყოფილა, არც მაშინ როცა 100 000 იყო, არც მაშინ როცა 200 000 იყო. ეს არის ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი. რა თქმა უნდა, მთავრობას ალბათ, ექნება მოსაზრება ამასთან დაკავშირებით , მაგრამ ამ ეტაპზე, ამ ზღვრის შემცირება, არ ვფიქრობ, რომ რაიმე დადებითს მოუტანს ეკონომიკას,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 200 000 ლარიანი ზღარია დადგენილი.