ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ჯანმრთელობის დაცვას და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას 350 მილიონი ლარი მოხმარდება.
როგორც ტიკარაძემ უწყების გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, სოციალური დახმარებებისა და მიზნობრივი პაკეტებისთვის გამოყოფილია მილიარდ ლარზე მეტი.
"ჯანმრთელობის დაცვას და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას 350 მილიონი ლარი მოხმარდება. ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მნიშვნელოვნად კარგ ეფექტს იქონიებს ჩვენი სისტემის განვითარებაზე. ხოლო სოციალური დახმარებებისთვის და მიზნობრივი პაკეტებისთვის გამოყოფილი გვაქვს მილიარდ ლარზე მეტი. იმედი გვაქვს ყოველივე ამით მინიმალურად მაინც შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა ტიკარაძემ.