Alphabet-ის კვარტალური მოგება და შემოსავლები იზრდება

Google-ს შვილობილ კომპანიას Alphabet Inc.-ს 2020 წლის პირველ კვარტალში მოგება და შემოსავლები გაეზარდა.ამის მიზეზი გახდა პანდემიის პირობებში კომპანიის მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნა. თუმცა ამავე დროს, მარტში, კომპანიის სარეკლამო შემოსავალი 10%-ით დაეცა.

საანგარიშო პერიოდში, Alphabet Inc.-ის წმინდა მოგებამ 6.84 მილიარდი დოლარი შეადგინა, ერთი აქციის ღირებულება კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5 დოლარიდან, 9,87 დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, Alphabet Inc.-ის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 13% -ით 41,16 მილიარდ აშშ დოლარამდე.

"პირველი კვარტალის ორი თვის შედეგები იყო კარგი, მაგრამ მარტში შემცირდა სარეკლამო შემოსავლები“, - აცხადებენ კომპანიაში და მიაჩნიათ, რომ არსებული გაურკვევლობის გათვალისწინებით, ჯერჯერობით ეკონომიკაში ვითარების ნორმალიზაციაზე საუბარი ნაადრევია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში Google- ის შემოსავლები გაიზარდა 14% -ით და 40.98 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეკლამის შემოსავლები გაიზარდა 10%-ით 33,76 მილიარდ აშშ დოლარამდე.

YouTube-ის სარეკლამო შემოსავალის 33% -ით, 4.04 მილიარდ აშშ დოლარამდე, Google Cloud- ის შემოსავალი კი 52%-ით, 2.78 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მოხსენების წარდგენის შემდეგ, ტელეკონფერენციის დროს, Alphabet -ის ფინანსურმა დირექტორმა რუთ პორატმა განაცხადა, რომ კომპანია 2020 წელს ოდნავ შეამცირებს ინვესტიციებს, ასევე შეანელებს ახალი თანამშრომლების დაქირავების ტემპს. ამავდროულად, იგი გააგრძელებს წილების შეძენის პროგრამის განხორციელებას ადრე გამოცხადებული გეგმების შესაბამისად.

სამშაბათს დამატებით ვაჭრობის დროს Alphabet-ის აქციების ფასი 7.5%-ით გაიზარდა. თუმცა წლის განმავლობაში მათი ღირებულება 7.7% -ით არის შემცირებული.