აპრილში ევროზონის ეკონომიკური განწყობის ინდექსი რეკორდული ტემპით დაეცა. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებმა ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად დააზარალა.
აპრილში ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის კომპოზიციური ინდექსი ევროზონის ეკონომიკაში დაეცა 67 პუნქტამდე, მარტში ეს მაჩვენებელი 94,2 პუნქტს შეადგენდა. ინდექსის ასეთი მაღალნიშნულიანი შემცირება მისი გაზომვიდან, 1985 წლიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე Reuters-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ინდექსის 74,7 პუნქტამდე დაცემას პროგნოზირებდნენ.
ამასთან, მომსახურების სექტორში სენტიმენტალური მაჩვენებელი - 2.3-პუნქტიდან –35 ქულამდე დაეცა. ვითარება ასევე გაუარესდა ინდუსტრიულ სექტორში, სადაც სენტიმენტალური მაჩვენებელი დაეცა -11.2-დან -30.4 ქულამდე. საცალო სენტიმენტალური მაჩვენებელი შემცირდა -8.6-დან -28.3 პუნქტამდე. მომხმარებელთა ნდობის ინდექსი კი აპრილში -11.6-დან -22.7 ნიშნულამდე შემცირდა. ამასთან, განწყობის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში 2.3-დან –12.8 პუნქტამდე დაეცა.
როგორც მიმდინარე თვეს ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლუის დე გინდოსმა განაცხადა, ევროპა სავარაუდოდ, უფრო სერიოზული რეცესიის წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე კოროვირუსული პანდემიის ფონზე, დანარჩენი მსოფლიო. მისივე თქმით, ეკონომიკის აღდგენის ნიშნები 2021 წლამდე სავარაუდოდ, არ გამოჩნდება.