ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი კომპანიების ამუშავების თაობაზე განცხადებებს მთავრობა ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიხედვით, სექტორულად მიიღებს.
როგორც ტიკარაძემ COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, ყველა ბიზნეს საქმიანობა, რომლის განაცხადსაც მთავრობა განიხილავს, მომდევნო ეტაპზე იქნება ასამუშავებული, რის გამოც იგი პრიორიტეტულ ჯგუფში იქნება.
„ჩვენ გვაქვს წარდგენილი ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა. თითოეულ ეტაპში განსაზღვრულია სექტორი, რომელიც განსაზღვრა ეკონომიკის სამინისტრომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ჯანდაცის სამინისტროს ჰქონდა მათთვის მიწოდებული. უკვე სექტორების მიხედვით მივიღებთ განაცხადებას და ამ განაცხადების შემოწმება მოხდება ყველანაირი პრიორიტეტის გარეშე, ვინაიდან, ისინი უკვე იქნებიან წარმოდგენილი, როგორც პრიორიტეტული ჯგუფი, რადგან უნდა მოხდეს შემდეგ ეტაპზე მათი საქმიანობის ამუშავება“,- განაცხადა ტიკარაძემ.