ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, დამსაქმებელი, რომელიც დახმარების მიღების მიზნით დასაქმებულისთვის ცნობას გასცემს, არ იქნება გადამოწმებული. ბარკალაიას განმარტებით, შემუშავებული მექანიზმი არა დამსაქმებელთა დასჯისა და იდენტიფიცირებისთვის, არამედ დასაქმებულების გამოვლენისთვის გამოიყენება.
„ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან ერთად იქნება, თუმცა ის არ არის ორიენტირებული დამსაქმებლის დასჯაზე ან იმ დამსაქმებლების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ამ ცნობებს გასცემენ, არამედ ეს პროცესი არ არის იმ დასაქმებულების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ხელფასს იღებდნენ. ეს სოციალური პასუხისმგებობის საკითხია და ბუნებრივია, დამსაქმებელმა უნდა აიღოს ეს სოციალური პასუხისმგებლობა, თუმცა მთავრობის მხიდან მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულებაა, მათ შორის, დამსაქმებლების მიმართ, რომ ხელი შევუწყოთ დამსაქმებლებს, რომ თავისი დასაქმებულის ინტერესები დაიცვან,“- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.