ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც ნებისმიერი ცნობით, მათ შორის ნებისმიერი საბანკო ტრანზაქციით დაადასტურებენ შემოსავლებს, ეს დახმარების მისაღებად საკმარისი იქნება. როგორც ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცნობის წარმოდგენის გარეშე თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება ძალიან რთულია.
"განსაკუთრებულად ლოიალური მექანიზმი იქნება კომისიის მხრიდან ამოქმედებული, რომელიც პირველ რიგში ბენეფიციარის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. თითოეული განცხადება იქნება ძალიან ლოიალურად განხილული კომისიის წერების მიერ. აქ შევა ის პირებიც, ვინც, თუნდაც საბანკო ანგარიშებით, ნებისმიერი ტრანზაქციით დაადასტურებენ რომ მათ რაიმე ტიპის შემოსავალი ერიცხებოდათ. ნებისმიერი ცნობა არის საკამრისი რომ მათ დახმარება მიიღონ. იმ შემთხვევაში თუ მათ არც ერთი ცნობა არ აქვთ, თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება არის ძალიან რთული. ნებისმიერი ცნობა ძალიან ლოალური მექანიზმით და პრინციპით იქნება განხილული და იქნება პოზიტიური შეფასება გაცემული. გადახდები, ბანკის მეშვეობით გადარიცხვები, ესეც იქნება საკმარისი რომ დაადასტურონ შემოსავლები. რეკომენდაციაც ჩაითვლება ერთ-ერთ ცნობად, რომელიც იურიდიული პირისგან იქნება გაცემული," - განაცხადა ბარკალაიამ.