დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 362 დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 150 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ მიმართულებით, მხოლოდ აპრილში, სააგენტოს ბიუჯეტიდან 62 250 ლარი გამოიყო. ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.
მათივე ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად დააკმაყოფილა.
„დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაცაში.