საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.
ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.