მარტში საწვავის მოხმარების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, იმპორტი მაღალ მაჩვენებელზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, საწვავის იმპორტი მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, გაზრდილია 21.1%-ით, თუმცა ამავე დროს პროდუქციის გაყიდვები covid-19-დან გამომდინარე 40%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საწვავის ფასი დაახლოებით, 6-13 თეთრამდე კიდევ შემცირდა.
დღეის მდგომარეობით, „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.27 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ - 2.17 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი - 2.09; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.39 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.19 და 2.29 ლარი ღირს.
ფასები არ შეცვლილა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.31 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი - 2.39 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.35 და 2.25 ლარი ღირს; „ეკო სუპერის “ ფასმა კი და 2.48 ლარი შეადგინა.
დღეის მდგომარეობით „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.15 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.02 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.18 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.39 ლარია.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.34 ლარია; „რეგულარი“ - 2.24; სუპერი - 2.40; ევრო-დიზელი კი 2.31 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.19 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, ფასები ბოლო დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, „efix ევრო დიზელის“ ფასი კვლავ, 2.34 ლარია; 1 ლიტრი „ევრო დიზელი" 2.31 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ - 2.34 ლარი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.24 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 2.48 ლარი ღირს.