აშშ-ს ნავთობსაცავების 2/3 მთლიანად სავსეა

2020 წლის 24 აპრილის მდგომარეობით აშშ-ს ნავთობპროდუქტების საცავი 61%-ით არის სავსე.

ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ნავთობსაცავებში არის დაახლოებით 397.9 მილიონი ბარელი ნავთობი. საცავების მაქსიმალური სიმძლავრე კი 653.5 მილიონი ბარელია.

კუშინგის (ოკლაჰომა) საცავი 81% -ით არის დატვირთული (61.3 მილიონი ბარელი). მექსიკის ყურესა და შუა აღმოსავლეთში მდებარე საცავები დატვირთულია 60% და 65%, შესაბამისად, 221.6 და 111.8 მილიონი ბარელით.

აღსანიშნავია, რომ 13 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, ამერიკის ნავთობსაცავებში საწვავის მოცულობა 16%-ით, 73.9 მილიონი ბარელით გაიზარდა. საერთო ჯამში კი ამ დროისთვის არსებული მარაგების მოცულობამ ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა.