ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის სამართავად 29 კლინიკაა მობილიზებული, თუმცა პაციენტთა რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ ცხრა არის დატვირთული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Covid-19-ის ინფექციის სამართავად 29 კლინიკაა მობილიზებული, თუმცა პაციენტთა ოდენობიდან გამომდინარე მხოლოდ ცხრა კლინიკაა დატვირთული.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ეტაპზე საქართველოში მობილიზებულია 29 კლინიკა, რომელიც დეტალურად არის შესწავლილი როგორც მისი ხარისხობრივი კუთხით, ასევე უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური ინვენტარით, რომელიც მათ კოვიდ-19-ის ინფექციის მართვისთვის სჭირდებათ. დღესდღეობით პაციენტები განთავსებულები არიან 9 კლინიკაში, ვინაიდან საქართველოში არსებული პაციენტთა მოცულობიდან გამომდინარე, სხვა დამატებითი კლინიკების დატვირთვა არ მომხდარა," - განაცხადა ტიკარაძემ.