კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს. ამის შესახებ კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას სთავაზობს დედაქალაქის მერია იმ ადამიანებს, ვისაც ღამის ქუჩაში გათევა უწევს და ამგვარად დაწესებულ "კომენდანტის საათს" არღვევს.

„მერია სთავაზობს თავშესაფარს, რომელიც არის განთავსებული ლილოში და საკმაოდ ბევრი ადგილია დარჩენილი. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კონკრეტული თავშესაფარით, რომელიც არის ყველანაირად მოწესრიგებული, სუფთა და კვებით უზრუნველყოფილი,“- განაცხადა კახა კალაძემ.