ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეეხებოდა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ცნობილი იქნება ვირუსის გავრცელების იმდროინდელი მდგომარეობა საქართველოში.
„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყების მხარეს რეკომენდაციებს და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგება ეს ფაქტი და ჩვენთვის ცნობილი იქნება იმ ეტაპზე საქართველოში როგორი იქნება ვირუსის და ეპიდემიის გავრცელება,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.