„შაბათი-კვირიდან ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას - გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები"

ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეთ ალგორითმის მზაობა და ასევე მისი გაფართოების შესაძლებლობები, რომლითაც დღეს, საქართველოში კოვიდის კლინიკები ხელმძღვანელობენ და რის მიხედვითაც, ჩვენ იმ მიზნობრივ კვლევებს ვგეგმავთ კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში სტანდარტადაა მიმღებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტესტი ეფექტურად იყოს გამოყენებული.

„კლინიკური ჯგუფის მხრიდან რამდენიმე ინიციატივა იყო შემოსული, სადაც იყო განხილული, თუ რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდეგ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაემქვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც ჩამოთვლილი იყო, ასევე სატრანზიტო მაქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში სამედიცინო საზოგადოებიდან არის შემოსული, თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას კვლევა, ამ ინიციატივას კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არაანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ ამასთან დაკავშრიებით დამატებით ვისმჯელებთ. ორ დღეში ალგორითმი გაფართოებული იქნება და შესაბამისად, შაბათი-კვირიდან ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას. ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი ხდება, რომ ექიმის მხრიდან დეტალური ანამნეზის შეგროვება მოხდეს და შემდეგ მოხდეს პაციენტზე მიზნობრივი ტესტირება, რომელსაც დღემდე ვიყენებთ, მაგრამ განვხილავთ იმ საკითხსაც, ვინაიდან კოვიდის ინფექციის დაფიქსირება ყველა მისი სიმპტომის გამოვლენის და მისი გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა ტესტით ხერხდება. ჩვენთვის მნიშველოვანია, ყველა ტესტის სახეობა ეფექტურად იყოს გამოყენებული. სავარაუდო გადაწყვეტილება, რომელზეც საბჭო ჯერ კიდევ მსჯელობს, მიღებული იქნება არაანტიგენით, არამედ, ანტისხეულით პაციენტების კვლევაზე. როცა საბჭო მუშაობას დაასრულებს, ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ტიკარაძემ.