ევროპის რეგიონის 44 სახელმწიფოდან, რომელთაც კორონავირუსის გამო შეზღუდვები დააწესა, 21-მა მათი მოხსნა დაიწყო, ხოლო 11 გეგმავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა.
„ადრეც ვთქვი და ვიმეორებ - ვირუსი დაუნდობელია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოთმინებით. მზად უნდა ვიყოთ, შეზღუდვები კვლავ გავამკაცროთ, თუ ამის საჭიროება დადგება“,-დასძინა კლიუგემ.