კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა მარტში ევროზონაში ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა რეკორდული ტემპით დაეცა.
ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, სავალუტო ბლოკის 19 ქვეყნის მშპ იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ევროზონის ისტორიაში.
Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ექსპერტები ევროზონაში 3,5%-იან შემცირებას პროგნოზირებდნენ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროზონის მშპ 0,1%-ით გაიზარდა.