"მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად დარეგისტრირებულია"

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი, აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ ფაქტს ბევრი ნეგატიური პროპაგანდისთვის იყენებს, თუცა კვლევები აჩვენებს, რომ იმ ინფიცირებულების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, ძალიან ცოტაა.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი, აუცილებლად იმაზე მეტია ვიდრე არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. იმიტომ, რომ არიან ვიღაცები, რომლებიც წარმოადგენენ რისკჯგუფებს ან ვთქვათ, არ არიან რისკჯგუფები, მაგრამ დავუშვათ შემთხვევით შეხვდნენ ინფიცირებულებს და ისინი დაინფიცირდნენ, მაგრამ ყველა ხომ არ არის გამოკვლეული, არც ერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული. ამიტომ ინფიცირებულების რიცხვი, სავარაუდოდ აჭარბებს ოფიციალურად დარეგისტრირებული ავადმყოფების რაოდენობას, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ისინი ვინც ცდილობს, ერთგვარი ნეგატიური პროპაგანდისთვის გამოიყენოს ეს, გარკვეული სენტინელური კვლევები ადასტურებს იმას, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა“, - განაცხადა ცერცვაძემ.