1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2060 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2060 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2032 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4878 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4748 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0130 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.