საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორთან დისტანციური შეხვედრებისა და ტრენინგების პროექტს იწყებს.
ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, დამსაქმებელთა ასოციაცია გეგმავს დისტანციური შეხვედრების ციკლს როგორც წევრ, ასევე სხვა მსურველ კომპანიებთან.
დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, შეხვედრები მიზნად ისახავს კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული შეზღუდვების და მოთხოვნების შესახებ, რისი გათვალისწინებაც მათ საქმიანობის განხორციელებისას მოუწევთ. ასევე, ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტით სარგებლობას შეეხება.
შეხვედრების ჩატარდება იგეგმება, როგორც ზოგადი ხასიათის, ასევე სექტორული და რეგიონული სამიზნე ჯგუფებისათვის.
ასევე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის გზით მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
პირველი დისტანციური შეხვედრა 1 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
შეხვედრაზე დასასწრებად კომპანიების წარმომადგენლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2yOQyus
შეხვედრაში მონაწილეობის მიღების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტს ეძლევა.