Brent-ის ტიპის საწვავზე ფასები იზრდება. ლონდონის ICE ბირჟაზე ივლისის ფიუჩერსებზე ფასმა 27,26 დოლარი შეადგინა.
ეს 2.61%-ით მეტია წინა დღის ვაჭრობისას დადგენილ ღირებულებასთან შედარებით.
ამავდროულად იზრდება WTI-ის ტიპის საწვავზეც ფასი. კერძოდ, 6,16%-ით მოიმატა ბარელზე ფასმა და 20 დოლარი შეადგინა.
ცნობისათვის, OPEC+ - ის ქვეყნები აპრილის შუა რიცხვებში შეთანხმდნენ, რომ პირველი მაისიდან ნავთობის შემცირებას დაიწყებდნენ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, მაის-ივნისში, ნავთობის წარმოება შემცირდება დღიურად 9.7 მილიონი ბარელით.