5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019 წელს საქართველოში ავტომობილების, სპეცტექნიკისა და მათი ნაწილების იმპორტი შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, სპეცტექნიკა და სათადარიგო ნაწილები.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 691 406 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები; 72 309 300 დოლარის - სატვირთო ავტომობილები; 74 608 700 დოლარის - სპეცტექნიკა, 42 004 000 აშშ დოლარის სათადარიგო ნაწილები შემოვიდა.

მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აშშ, საიდანაც, 289 369 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა; მას მოსდევს იაპონია - 177 831 500 აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა - თურქეთი, 62 086 000 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და გაერთიანებული სამეფო იკავებს, შესაბამისად, 55 552 100 და 29 886 100 აშშ დოლარის იმპორტით.

თაია არდოტელი