2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7% და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პერიოდი 24 თვიდან 36 თვემდე გაიზრდება.
„რაც შეეხება განახლებულ პროგრამას სესხის და ლიზინგის სუბსიდირების, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. თუ აქამდე ვახდენდით ჩვენ თითოეული ბიზნესის სესხის პროცენტის სუბსიდირებას 2 წლის განმავლობაში (24 თვე), ახლა ჩვენ ვაგრძელებთ ამ პერიოდს და ეს იქნება 36 თვე, ანუ 3 წლის განმავლობაში ამ დახმარების მიმღები ბიზნესი შეძლებს, რომ პრაქტიკულად მინიმალური პროცენტით ჰქონდეს საბანკო სესხი, რადგან ჩვენ სახელმწიფო დავასუბსიდირებთ დანარჩებს.
თანადაფინანსების პროცენტი იზრდება. 2019 წელს, როცა ჩვენი ეკონომიკა ყვაოდა და არ იყო ძალიან დიდი აუცილებლობა, რომ ბევრი ინტერვენცია განგვეხორციელებინა, ჩვენ მხოლოდ 7%-ს ვუსუბსიდირებდით ბიზნესებს, როცა ისინი საბანკო სესხს იღებდნენ. დღეს, როცა ბიზნესს გაუჭირდა, ბანკებსაც გაუჭირდება სესხების მარტივად გაცემა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავზარდოთ ეს 7 % და სესხის პროცენტის თითქმის სრული ოდენობა, თეთრთმეტნახევარი პროცენტი დავასუბსიდიროთ ჩვენი სახელმწიფო სახსრებით. ეს მისცემს ბიზნესებს საშუალებას, რომ სული მოითქვან და პრაქტიკულად უპროცენტო სესხით ისარგებლონ 36 თვე,“- განაცხადა თურნავამ.