Ryanair-ი კორონავირუსის გამო ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი კორონავირუსის ეპიდემიის გამო 3 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიამ მათ „უპრეცედენტო ზარალი“ მიაყენა.

კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Ryanair-ი ნორმალურ რეჟიმში ფრენებს მინიმუმ 2020 წლის ივნისამდე ვერ განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მოთხოვნის და ფასების 2019 წლის დონეზე დასაბრუნებლად მას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება და ეს არაუგვიანეს 2022 წლის ზაფხულში მოხდება. ამასთან, Ryanair-ის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის მგზავრთნაკადი გეგმასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები იქნება.