ამერიკის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ American Airlines-მა 2020 წლის პირველ კვარტალი რეკორდული ზარალით დაასრულა.
ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე მოთხოვნის მკვეთრი კლება გახდა.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ იანვარ-მარტში წმინდა ზარალმა შეადგინა 2.241 მილიარდი აშშ დოლარი. ეს არის კომპანიის ყველაზე დიდი ზარალი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.
ამასთან, ავიაკომპანიის კვარტალური შემოსავლები დაეცა 19.6%-ით 8.515 მილიარდ აშშ დოლარამდე.
”აქამდე ჩვენს კომპანიას და ზოგადად მთლიანად ინდუსტრიას ასეთი სერიოზული პრობლემა არასდროს არ ჰქონია“, - განაცხადა American Airlines–ის ხელმძღვანელმა დუგ პარკერმა.