1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1923 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1923 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5048 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4878 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0170 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.