უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად სპეცრეისებს ნაწილობრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაასუბსიდირებს. ამის შესახებ განკარგულება მთავრობამ გამოსცა.
კერძოდ, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისში განხორციელებული ჩართერული რეისის შემთხვევაში ადმინისტრაციის მხრიდან სუბსიდირება - 20 000 აშშ დოლარის; ხოლო რეისის ბათუმში განხორციელების შემთხვევაში - 25 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) ოდენობით მოხდება.