როდიდან აღდგება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის თარიღი ცნობილია. როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ ვადად 22 მაისი განისაზღვრა.

„ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციის შესაბამისად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება,“-ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.

თაია არდოტელი
შეზღუდვები, რომელიც შესაძლოა, სასტუმროებში დაწესდეს
რა დრო დასჭირდება სარესტორნო ბიზნესს პანდემიამდე არსებული მდგომარეობის დასაბრუნებლად - ასოციაციის პროგნოზი
როგორ ეხმარებიან პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებს მეზობელი და ბალტიის ქვეყნები - სტუმულირების პაკეტები EPRC-ის მიმოხილვაში