კანადაში 1 500 სახეობის იარაღის შეძენა, იმპორტი და ტრანსპორტირება აიკრძალა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
პრემიერის თქმით, კანადის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა.
მისი თქმით, რეგულაციები ძალაში უკვე შევიდა, აკრძალული იარაღის მფლობელებს კი მათი ნებაყოფლობით ჩაბარების ორწლიანი ვადა ექნებათ.
ტრიუდოს თქმითვე, სპეციალური პროგრამის მეშვებით სახელმწიფო მფლობელებისგან იარაღს ეტაპობრივად შეისყიდის.