„ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.
როგორც „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322%-ის აქციათა მფლობელის „ბანკ ვეტებეს“ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, საბჭოს დროზე ადრე დატოვებენ ოლეგ სმირნოვი და მაქსიმ კონდრატენკო.
ცნობისთვის, სმირნოვი აქამდე საბჭოს თავმჯდომარე იყო.
შესაბამისად, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში რჩებიან: ილნარ შაიმარდანოვი (თავმჯდომარის მოადგილე), სერგეი სტეპანოვი, ასია ზახაროვა, იულია კოპიტოვა, მერაბ კაკულია (დამოუკიდებელი წევრი) და გოჩა მაცაბერიძე (დამოუკიდებელი წევრი).