სასტუმროების გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია. მთავრობის მიერ დაანონსებული, შეზღუდვების შერბილების ფარგლებში, ეს მეექვსე ეტაპზე, ანუ 6 ივლისიდან მოხდება. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრომ სასტუმროს პერსონალისთვის და სტუმრებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები შეუმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, დაცვის თანამშრომელები და რეგისტრატორები, აღიჭურვონ ქირურგიული ნიღბითა და ხელთათმანით, ასევე რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ რეკომენდაცების ნაწილს, რომელიც სასტუმრო ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს.
- დამსაქმებლის ვალდებულებები
- სტუმრებს ჩამოსვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული
- ღონისძიებების შესახებ;
- უზრუნველყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოსტერების მიწოდება და
- განთავსება სასტუმროს თვალსაჩინო ადგილებში;
- თუ სასტუმროს რომელიმე სტუმარს გამოუვლინდა აღნიშნული სიმპტომები უზრუნველყოს მისი იზოლირება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ კომპეტენტურ ორგანოებს;
- განათავსეოს თვალსაჩინო ადგილას ხელის ჰიგიენის წესები;
- დარწმუნდეს, რომ პერსონალსა და სტუმრებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან;
- გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსოს დახურულ კონტეინერებში და უზრუნველყოს მათი დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
- რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე ტიპის დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;
- ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, შიდა და გარე დასუფთავებაზე პასუხისმგებელპერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული პროცედურების შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში.
ამავე რეკომენდაციით გათვალისწინებულია დასაქმებულების ვალდებულებებიც, რაც ძირითადად ჰიგიენრი წესების დაცვას ითვალისწინებს.