როგორია „ქალაქური ფერმა“  ბინაში  - “დროა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს ბუნებასთან სიახლოვე“

იტალიური კომპანიის Hexagro Urban Farming დამფუძნებელმა ფელიპე ერნანდესმა წარადგინა ინოვაციური, ქალაქის მინის ფერმა, სადაც მცენარეების, ხილის და ბოსტნეულის მოყვანა საცხოვრებელ ბინაში, ან ოფისშია შესაძლებელი. ამის შესახებ East-fruit-ი გამოცემა Agri-gator-ზე დაყრდნობით წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ურბანული მეურნეობა ჩვენი მომავალია“.

მათივე ცნობით, თანამედროვე სისტემები საშულებას იძლევა, რომ მცენარეები ნიადაგის გარეშე, წყლისა და ჰაერის გარემოში, შესაბამისი საკვები ნივთიერებების დამატებით გაიზარდოს.

მრავალკუთხა სისტემაზე, სადაც მცენარეებია განთასებული, ლედ განათება მაგრდება, რომელიც მზის ენერგიას ცვლის. ფელიპე ერნანდესის თქმით, ასეთ მოწყობლობაში მცენარეებს არ სჭირდება პესტიციდები და საშუალოდ, 94%-ით ნაკლებ წყალსაც მოიხმარენ, ვიდრე ნიადაგში ჩვეულებრივი კულტივირებისას.

ამასთან, სისტემაზე დაერთებული კომპიუტერი და სენსორები ავტომატურად აკონტროლებს მეურნეობის ფუნქციონირებას და შესაბამის მონაცემებსაც აგროვებს. კერძოდ, სისტემა კონტროლდება lot-პლატფორმით, რომელიც ყველა მცენარის საჭიროებებს ინდივიდუალურად სწავლობს და შესაბამის ინფორმაციას ფერმერს აწვდის.

თვითონ მცენარეების ჩასარგავ სისტემას კი, ფუტკრის ფიჭას ვიზუალი აქვს.

ამასთან, პროექტის ავტორის თქმით, ვიზუალი შეუძლია თავად ფერმერმა აირჩიოს და განათავსოს ის საკუთარ სახლში ზორიზონტალურად ან ვერტიკალურად.

ფილიპე ერნანდესის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კორონავრუსი იყო. რადგან ოფისები, სადაც მსგავსი სისტემები განთავსდა, იძულებული გახდნენ დაეხურათ. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ისეთი მოდელის შემუშავება, რომლის მოწყობა და გადააგილება ნებისმიერ ადგილას იქნებოდა შესაძლებელი, მათ შორის ბინაში.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველამ შეძლოს მრავალფეროვანი მცენარეების მოყვანა საკუთარ აივანსა და ბინაში. დროა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს ბუნებასთან სიახლოვე“,- ცხადებენ კომპანიაში.

ნინი ქეთელაური