Wizz Air-მა ლონდონიდან ფრენები რამდენიმე მიმართულებით განაახლა

უნგრულმა დაბალბიუჯეტინმა ავიაკომპანია მ Wizz Air-მა ლონდონის ლუტონის აეროპორტებიდან ფრენები განაახლა.

როგორც The Sun-ი წერს, ბიუჯეტური ავიაკომპანია ჯერერობით მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით იმუშავებს. აღდგენილ რეისებს შორისაა რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა, სლოვაკეთის, ისრაელის, პორტუგალიისა და სერბეთის მიმართულებები. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენილი ფრენებით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, რომელთათვის გადაადგილება აუცილებლობას წარმოადგენს.

ამასთან, ბორტზე ახალი რეგულაციებია დაცული. მაგალითად, 2-მეტრიანი მანძილი მგზავრებს შორის, ასევე ეკიპაჟის წევრები ვალდებულები არიან მგზავრობის პერიოდში ატარონ ნიღბები და ხელთათმანები. ბორტზე ყველა მგზავრს დაურიგდება სანიტარული ხელსახოცები. გარდა ამისა, ავიაკომპანიამ ბორტებიდან ჟურნალები ამოიღო და უსაფრთხოების ახალი ვიდეოც მოამზადა.

„ჩვენთვის მთავარია ჩვენი მგზავრების და ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ვურჩევთ მგზავრებს, უყურონ ჩვენს ახალ ვიდეოს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა იმგზავრონ და რა წესები უნდა დაიცვან ბორტზე", - აცხადებს Wizz Air UK-ის მმართველი დირექტორი ოაინ ჯონსი.

კომპანიაში ამბობენ, ბორტს დეზინფექცია ყოველი ფრენის შემდეგ ჩაუტარდება.

ცნობისათვის, Wizz Air-ი ფრენების აღდგენა ესპანეთის მიმართულებითაც გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მადრიდსა და ბარსელონაში კომპანიამ ფრენები ივნისამდე შეაჩერა.