ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ საკარანტინო სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს სხვადასხვა სასტუმროებში, საკარანტინო ზონებში მყოფი პირები 200 წიგნს მიიღებენ. „პალიტრა L-“-ის წიგნები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის გათვალისწინებული. მათ შორის: ბაღის ასაკის ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის,თინეიჯერებისთვის და უფროსი ასაკის წარმომადგენლებისთვის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკარანტინო სივრცეები 84 სასტუმროში მოეწყო, სადაც მოქალაქეები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან.