გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ მუშაობა განაახლა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ განაცხადა, ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციის სახით შესთავაზა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის გლდანის საცალო აგრარულ ბაზარში სტანდარტების შესაბამისი რემონტი მიმდინარეობს.
„ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მას რეკომენდაციის სახით შესთავაზა. გვერდითა ტერიტორიაზე მიმდინარეობს საცალო აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია, მიმდინარეობს დახლების დემონტაჟი და იმ ფორმატში გარემონტება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
მეორე მხრივ, გლდანის საცალო აგრარული ბაზრის დირექორმა ზურაბ ნადირაძემ განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული საგენტოს მითითებით, ბაზრის ტერიტორიაზე ზედმეტი ნარჩენების და შეუსაბამო დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს.