მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების პროგრამას დაამტკიცებს

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების პროგრამას დაამტკიცებს. კერძოდ, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარადგენს.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში სულ 10 საკითხია შეტანილი, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტი განიხილავს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც, რომლის მომხსენებელიც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იქნება.

სხდომა 11:00 საათზე დაიწყება და მას ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.