საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა - როგორია პროდუქტის ღირებულება რეგიონში

რეგიონის მასშტაბით, მწვანილის ფასი ყველაზე სწრაფი ტემპით, საქართველოში იზრდება.

კერძოდ, east fruit-ის ბაზრის მონიტორინგის მიხედვით, ერთ კვირაში ქინძი 100%-ით გაძვირდა, კამა და ოხრახუში კი - 50%-ით. შედეგად, 1კგ ოხრახუშის ფასი საშუალოდ, 0,94 აშშ დოლარს შეადგენს, კამის - 1,56 აშშ დოლარს, ხოლო ქინძის - 0,94 -დან 1,25 აშშ დოლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, east frut-ის მონაცემებით, მოლდოვაში ქინძის ფასი 20%-ით შემცირდა და 1,96 - 2,23 აშშ დოლარი შეადგინა, კამა და ოხრახუშის ფასები კი 15%-მდე გაიზარდა და 1,68-1,96 აშშ დოლარი შეადგინა.

უკრაინასა და ბელარუსში ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა. East fruit-ის მონტორინგის შედეგებით, უკრაინაში ოხრახუშის და კამის ფასი 2,60 – 3,71 აშშ დოლარს, ხოლო ბელარუსში 1,51- 3,77 აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქინძს, უკრაიანში - 2,22-3,71 აშშ დოლარამდე ღირს, ხოლო ბელარუსში - 4,53-6,79 აშშ დოლარამდე.

მწვანილის ფასი 10-15%-ით შემცირდა ტაჯიკეთში. შედეგად, მწვანილის სამივე სახეობის შეძენა 0,34 - 0,44 აშ დოლარამდეა შესაძლებელი.

ამასთან, ოხრახუშის და კამის ფასი იზრდება რუსეთში. east fruit-ის მონაცემებით, პროდუქტების ღირებულებამ 1,83 – 2,99 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ქინძის ფასი შემცირდა და ამ დროისთვის 4,07 - 7,60 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ნინი ქეთელაური
საქართველოში მწვანილი გაძვირდა