ეგვიპტეში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი სასტუმროები იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასტუმროებს მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით მოუწევთ. კერძოდ, თითოეულ მათგანში იმუშავებს მხოლოდ დასაქმებულთა 50% და გაიხსნება მხოლოდ ნომრების 25%.
გარდა ამისა, სასტუმროს ფუნქციონირების აღსადგენად და მომხმარებლების დასაცავად ბიზნეს-ოპერატორებს ბევრი ღონისძიებების გატარება მოუწევთ. კერძოდ, თითოეულ სასტუმროში უნდა იყოს ექიმის კაბინეტი, ტურისტებს კი მუდმივად უნდა შეუმოწმონ ტემპერატურა. ასევე, დაწესებულებებში უნდა დამონტაჟდეს სადეზინფექციო საშუალებები. იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც დაწესებულებების ტერიტორიაზე შევლენ, უნდა ჩაუტარდეთ ექსპრეს-ტესტი.
სასტუმრობის გახსნის თარიღად 15 მაისი სახელდება. ეს გადაწყვეტილება კი ეგვიპტის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის გამო მიიღო. სახელმწიფო ერთი თვის განმავლობაში ტურიზმიდან დაახლოებით 1 მილიარდ დოლარის ზარალს იღებს.