ისლანდია, მალტა, ალბანეთი - სებ-მა „შავი სიის“ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა გააფართოვა. თუ 2019 წლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ამ სიაში 25 ქვეყანა იყო, ახლა მაღალი რისკის იურისდიქციაში უკვე 33 ქვეყანაა. კანონში ცვლილება 1-ელ მაისს შევიდა.

სებ-ის მიერ განსაზღვრული საყურადღებო ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
  • ბ) ალბანეთი;
  • გ) ანგილია;
  • დ) ანტიგუა და ბარბუდა;
  • ე) ბარბადოსი;
  • ვ) ბაჰამის თანამეგობრობა;
  • ზ) ბოტსვანის რესპუბლიკა;
  • თ) განას რესპუბლიკა;
  • ი) გიბრალტარი;
  • კ) დომინიკის თანამეგობრობა;
  • ლ) ზიმბამბვე;
  • მ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
  • ნ) იამაიკა;
  • ო) იემენი;
  • პ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;
  • ჟ)ისლანდია;
  • რ) კაიმანის კუნძულები;
  • ს) კამბოჯის სამეფო;
  • ტ) კოლუმბიის რესპუბლიკა;
  • უ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • ფ) მავრიკი;
  • ქ) მალტის რესპუბლიკა;
  • ღ) მიანმარი;
  • ყ) მონღოლეთი;
  • შ) ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;
  • ჩ) ნიკარაგუა;
  • ც) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;
  • ძ) პანამის რესპუბლიკა;
  • წ) სეიშელის რესპუბლიკა;
  • ჭ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
  • ხ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;
  • ჯ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
  • ჰ) უგანდა

შეგახსენებთ, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონი ძალაში 2019 წლის 30 ოქტომბრიდან შევიდა. კანონის მიხედვით, საეჭვო ინვესტიციებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. საზედამხედველო საქმიანობას კი განახორციელებენ - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ადვოკატთა ასოციაცია. ანგარიშვალდებული პირების ჩამონათვალში კი შედიან - ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სალიზინგო კომპანიები, საბროკერო კომპანიები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ლატარიის ორგანიზატორები, ნოტარიუსი და ა.შ.

ელზა წიკლაური