შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმსა და ქუთაისში კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვა გაკონტროლდება.
უწყების ცნობით, ქალაქებში არსებულ საკონტროლო გამშვებ საგუშაგოებზე ასევე მოქალაქეთა თერმოსკრინინგი გაგრძელდება.
„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. აღნიშნულ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. თბილისში და რუსთავში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაშია“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.