4 მაისის მდგომარეობით, სააფთიაქო ქსელებში 1 200 000 ქართული წარმოების პირბადეა გაყიდული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, 4 მაისის მდგომარეობით, სულ წარმოებულია 2 651 183 ცალი პირბადე, საიდანც ჯამში დარიგებულია 2 271 190 მილიონი, მათ შორის საცალო ქსელს მიეწოდა 1 498 850 ერთეული პირბადე და აქედან უკვე რეალიზებულია 1 200 000.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, უსასყიდლოდ გადაეცა საზოგადოების მოწყვლად ფენას, მათ შორის პენსიონერებს და იმ კატეგორიას, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ადამიანებთან კონტაქტი. ამასთან, 8 აპრილიდან პირბადეები სააფთიაქო ქსელებში იყიდება და თითოს ღირებულება 50 თეთრია.