კორონავირუსის დასამარცხებლად, აშშ წლის მეორე ნახევარში 3 ტრილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნასა და მოსახლეობისთვის დახმარების გამოყოფას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთი წევრი არ ეთანხმება. მათი თქმით, ამ ოდენობის თანხის გამოყოფით ქვეყნის შიდა ვალი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც აშშ-ის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.