საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასი გაიზარდა - 5 უბანი თბილისში, სადაც ბინები გაძვირდა

2020 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რაც ეკონომიკური გარემოს იგნორირებაა.

ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული. მათი ცნობით, ახალი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1%-ით თ/თ, ხოლო ლარში 3.8%-ით თ/თ 2020 წლის მარტში. თუმცა, 2019 წლის მარტთან შედარებით ფასები მაინც შემცირებულია 5.4%-ით.

2020 წლის მარტში ძველი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.9%-ით თ/თ, ხოლო ლარში 6.0%-ით თ/თ. ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური.

საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები გაიზარდა შემდეგ უბნებში:

  • ვაკე - 1,102 აშშ დოლარამდე (+14% წ/წ);
  • მთაწმინდა - 1,040 აშშ დოლარამდე (+9% წ/წ);
  • დიდუბე - 793 აშშ დოლარამდე (+8% წ/წ);
  • გლდანი - 537 აშშ დოლარამდე (+7% წ/წ);
  • დიდი დიღომი - 530 აშშ დოლარამდე (+5% წ/წ).
თაია არდოტელი