ნავთობზე ფასები იზრდება

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი სტაბილურად იზრდება.

Brent-ის ტიპის საწვავზე ივნისის ფიუჩერსების ღირებულებამ 8.35%-ით მოიმატა და ბარელზე 28.02 დოლარი შეადგინა. WTI ნავთობის ნავთობის ფიუჩერსული ფასები 14,82%-ით გაიზარდა და ბარელზე 21,38 დოლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია, 1-ლი მაისიდან ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა მოპოვება შეამცირეს. Goldman Sachs- ის პროგნოზით, ეს ფაქტორი, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა, გამოიწვევს იმას, რომ ნავთობის ფასები კრიზისამდე არსებულს უკვე 2021 წელს დაუბრუნდება.