მაისში ევროზონაში ინვესტორების განწყობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა მაჩვენებელი ისევ რეკორდულად დაბალ დონეზეა - ამის შესახებ აღნიშნულია ანალიტიკური ცენტრის Sentix-ის ანგარიშში.
Sentix-ის ინდექსი, რომელიც ინვესტორების ნდობას ასახავს, მაისში -41,8 ნიშნულამდე გაიზარდა, აპრილში ეს მაჩვენებლი -42,9 პუნქტს შეადგენდა.
ინდექსი, რომელიც არსებულ მდგომარეობას აფასებს, უკვე მეოთხე თვეა ზედიზედ ეცემა. აპრილში ეს მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ, -66 ნიშნულზე დაფიქსირდა.
ამავე დროს, აპრილში ინვესტორის მოლოდინების ინდექსი -15.8-დან გაიზარდა -3 ნიშნულამდე. ინვესტორები თვლიან, რომ ევროზონის ეკონომიკა გამოჯანმრთელებას დაიწყებს, რადგან კოროვირუსებთან ბრძოლაში დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება.
Sentix- მა აღნიშნული კვლევისას 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით 1,213 ინვესტორი გამოკითხა.